მეუფე გრიგოლი პატრიარქთან შესახვედრად, სავარაუდოდ, ხვალ გაემგზავრება.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს გამუცხადა, რომ ის პატრიარქთან შეხვედრაზე სხვადასხვა, მათ შორის, სააღდგომო ღვთისმსახურებისა და სასულიერო პირების ტესტირების საკითხის განხილვას გეგმავს.
მეუფემ ასევე განმარტა, რომ პატრიარქის აზრს სხვა მეუფეებიც ელოდებიან, თუმცა მის გარდა, ვინ აპირებს შეხვედრას, ინფორმაცია არ აქვს.
“წინა ხაზზე რომ ვართ, ვიცით. თუ გვაკურთხებენ, კი ბატონო, ვიცით სისხლის ჯგუფი, რეზუსი და გვაინტერესებს, რა მდგომარეობაა იმუნიტეტში. მე პირადად, პრობლემა არ მაქვს, თუმცა ველოდებით კურთხევას, რადგან შეიძლება იყოს კითხვები, რამდენად სანდოა, თანამედროვე, ან ასე შემდეგ”,-აღნიშნა მეუფემ.
რაც შეეხება სააღდგომო ღვთისმსახურებას, მეუფეს თქმით, საპატრიარქოში ხელისუფლების წარმომადგენლების კონსულტაციები მიმდინარეობს და მიიჩნევს, რომ შეთანხმება შედგება.
“ყველაფერი უნდა იყოს ერთობით, მშვიდობით, სიყვარულით. არ უნდა იყოს დაპირისპირება. თუ ღამე არ მოვა მრევლი ტაძარში, დილით მოვა. მთელი კვირა თანასწორია აღდგომის დღესასწაულისა”-დასძინა მეუფე გრიგოლმა.
დღესვე მარტვილის მონასტერში, სადაც მეუფემ წირვა აღავლინა, მრევლს სალხინოს მონასტრის ბზა დაურიგეს.