ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო ღვთისმსახურება გორის საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო წირვას გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია აღავლენს.
ბზა ტაძარში არ იყიდება. ბზის თითო ტოტს უფასოდ ურიგებენ მრევლს სტიქაროსნები. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მხოლოდ ერთ მოვაჭრეს ჰქონდა ბზის გაყიდვის მცდელობა, თუმცა გაფრთხილების შემდეგ ტერიტორია მანაც დატოვა.
მრევლი, როგორც ტაძარში, ასევე ეზოში მონიშნულ ადგილებზე დგას და რეგულაციებს იცავს.