09 სექტემბერი 2026,   01:35
ვრცლად
ალავერდის ტაძარში ბზობის სადღესასწაულო ლიტურგია დილიდან დაიწყო - მრევლს ე.წ. დამცავი ფარები დაურიგეს

ბზობასთან დაკავშირებით დილიდან სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს ალავერდის საკათედრო ტაძარში.

წირვას მიტროპოლიტი დავითი ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს. მორწმუნები ტაძარში სპეციალურად მონიშნულ ადგილზე დგანან, მრევლს შორის დისტანციას კი, სტიქაროსნები არეგულირებენ.

მომლოცველებს საშუალება აქვთ, იყიდონ როგორც მონასტრის მიერ ქოთნებში გამზადებული ბზა, ასევე სახლიდან მიიტანონ, რომელსაც მსახურების დასრულების შემდეგ სასულიერო პირები აკურთხებენ.

დღეს ასევე მრევლს კორონავირუსისგან დამცავი ე.წ. ფარები უფასოდ დაურიგეს.

დღის ამბები