სადღესასწაულო წირვა დასრულების შემდეგ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ მედიის კითხვებს უპასუხა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, ეკლესია აღდგომისთვის ჩვეულებრივ ემზადება, თუმცა მორწმუნეთათვის ჯერ არ აქვს პასუხი, თუ რა პირობებში გაიმართება სააღდგომო მსახურება.
რაც შეეხება ვნების შვიდეულის ხანგრძლივ მსახურებებს, რომელიც 5 საათსა და მეტ ხანსაც გრძელდება, განსაკუთრებით 12 სახარება და გარდამოხსნა, როგორც მეუფე ანდრიამ განმარტა, ეს მსახურება უფრო ადრე დაიწყება და კომენდანტის საათის დაწყებამდე დასრულდება.