09 სექტემბერი 2026,   07:57
ვრცლად
ლენტეხის ცხელების ცენტრში, სოფელ მელედან ორი საეჭვო პაციენტი გადაიყვანეს - მათი პასუხები დღეს გახდება ცნობილი

მეორე დღეა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს ლენტეხში, სადაც მოსახლეობის ყოველდღიურობა მკაცრად კონტროლდება.

დღეს ლენტეხში ადგილობრივი ხელისუფლება და მედიკოსები ლუგარის ლაბორატორიიდან ორი პაციენტის პასუხს ელოდებიან.

ეპიდემიოლოგ გოგი ონიანის განცხადებით, ცხელების ცენტრში ლენტეხიდან არცერთი ახალი პაციენტი არ არის შეყვანილი, თუმცა მისივე თქმით, ცენტრში სხვა ხეობიდან ორი საეჭვო პაციენტი მოათავსეს, რომელთა პასუხსაც ლუგარის ლაბორატორიიდან დღის ბოლომდე ელოდებიან.

"დილიდან ცხელების ცენტრში არცერთი ავადმყოფი არ გადაუყვანიათ. 40-მდე ოჯახია თვითიზოლაციაში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი კონტაქტების მოძიებაზე. სხვა ხეობიდან იყო ორი საეჭვო პაციენტი, რომლებიც ახლა ცხელების ცენტრში არიან გადაყვანილები და მათი ანალიზები უკვე გადაგზავნილია, რის პასუხსაც დღის ბოლომდე ველოდებით,"- განაცხადა გოგი ონიანმა.

დღის ამბები