ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმესთვის კორონავირუსზე ტესტირება მისაღებია. როგორც მეუფე გერასიმემ დღ აღნიშნა, ასეთივე მიდგომა უნდა ჰქონდეს ტესტირებაზე ნებისმიერ პირს, თუმცა რა ფორმით ჩატარდება ტესტირება, ამასთან დაკავშირებით ეპარქია პატრიარქის კურთხევას ელოდება.
რაც შეეხება სააღდგომო ღვთისმსახურებას, როგორც მეუფე გერასიმე ამბობს, ის პატრიარქთან შეხვედრას არ გეგმავს, თუმცა საპატრიარქოსთან კონსულტაციები ექნება.
"იქიდან გამომდინარე, რომ არის კომენდანტის საათი, როგორ მოხდება ამის გათვალისწინება ისე, რომ არ დაირღვეს ეს წესი და ჩვენც ვიზეიმოთ აღდგომის დღესასწაული, ვნახოთ როგორ იქნება," - აღნიშნა მეუფემ გერასიმემ.
მან საზეიმო წირვა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში აღავლინა. ბზობაზე ტაძარსა და ეზოში ხალხის სიმრავლე იყო, თუმცა მორწმუნეები ლოცვას დისტანციის დაცვით ისმენდნენ.
სასულიერო პირებმა წირვის ბოლოს მრევლის მიერ სახლიდან მოტანილი ან ნაყიდი ბზა აკურთხეს. როგორც მეუფემ აღნიშნა, ტაძრის ეზოში ბზას რამდენიმე ქალი ყიდდა, თუმცა ეპარქიას მათთან კავშირი არ აქვს.