ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას ორივე შესასვლელთან, სადაც მთავრობის გადაწყვეტილებით დღიდან მკაცრი კონტროლი დაწესდა, ბლოკ-პოსტების მოწყობა მიმდინარეობს, მცირე ზომის 7 ბლოკ-პოსტი მოეწყობა ასევე სოფლის შიდა ტერიტორიაზე.
სოფლის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის არის ნებადართული. დანარჩენ მოქალაქეებს კი, ბლოკ-პოსტიდან უკან უწევთ დაბრუნება.
საკარანტინო ზონაში მოქცეულ სოფლებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
გამკაცრებული რეჟიმის პირობებში ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების უკიდურესი აუცილებლობის გარეშე დატოვება ეკრძალებათ.