აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგიის ჩატარების ფორმა, ამ დრომდე უცნობია. ზოგიერთი მიტროპოლიტის თქმით, დეტალები სავარაუდოდ დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება ცნობილი.
"აღდგომის დღესასწაულს ვიზეიმებთ ერთად, თუმცა როგორ, ჯერ არ ვიცით," - ამის შესახებ კი, ალავერდში ბზობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ მეუფე დავითმა განაცხადა.
მიტროპოლიტმა ქადაგების დროს მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა და ქვეყანაში კორონავირუსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.
მომლოცველებს საშუალება ჰქონდათ მონასტერში ქოთნებში გამზადებული ბზა ეყიდათ. მრევლის ნაწილმა ბზის ტოტი სახლიდან მიიტანა, რომელიც მსახურების დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა აკურთხეს.
დღეს ასევე მრევლს კორონავირუსისგან დამცავი ე.წ. ფარები უფასოდ დაურიგეს.