09 სექტემბერი 2026,   02:09
ვრცლად
მამაკაცმა, რომლის ინფიცირების გამო იმერეთში ახალი რისკები გაჩნდა, სავარაუდოდ ე.წ. ცხელების ცენტრს ორჯერ მიმართა

მამაკაცმა, რომლის ინფიცირების გამო იმერეთში ახალი რისკები გაჩნდა, სავარაუდოდ ე.წ. ცხელების ცენტრს ორჯერ მიმართა.

პირველად ის საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებამდე, რამდენიმე დღით ადრე მივიდა. როგორც ქუთაისის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, პაციენტს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა და ის სახლში გაუშვეს.

10 აპრილს ახალგაზრდა მამაკაცმა ცენტრს უკვე მაღალი სიცხით მიმართა და კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა. მანამდე კი, მოქალაქე, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ვირუსი არ ჰქონდა, 9 აპრილს ბაღდათში მშობლებთან ჩავიდა.

"თვის დასაწყისში იყო ჩვენთან. მაშინ ჩივილები პრაქტიკულად არ ქონია. არსებული პროტოკოლის მიხედვით, არ საჭიროებდა კვლევას. ჩვენს მიერ გაშვებული იქნა თვითიზოლაციაში ოჯახის ექიმის მეთალყურეობის ქვეშ. მეორე შემთხვევაში, დადასურდა,"- განაცხადა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ მუკბანიანმა.

დღის ამბები