ფოთის ცხელების ცენტრში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ 4 პაციენტებს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ.
ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ქობულეთიდან და ოზურგეთიდან შეყვანილ პაციენტებს პნევმონია, ხოლო ზუგდიდან შეყვანილ პაციენტს ცხელება და ყელის ტკივილი დაუდგინდათ.
პაციენტებს covid19-ით ინფიცირების დიაგნოზის დასადგენად ბიოლოგიური სინჯები აუღეს, რომლებზე პასუხიც მედიკოსების განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიიდან დღის ბოლოს გახდება ცნობილი.