17 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
კალიფორნიაში ერთ-ერთ სახლში გამართულ წვეულებაზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

სროლა შეერთებულ შტატებში - შემთხვევა კალიფორნიაში ერთ-ერთ სახლში გამართულ წვეულებაზე მოხდა. მიუხედავად კორონავირუსის პრევენციის მიზნით სახლში დარჩენის ბრძანებისა, წვეულებას ასობით ადამიანი ესწრებოდა.

სროლის შედეგად დაშავდა 6 პირი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენმა ადამიანმა გახსნა ცეცხლი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

დღის ამბები