საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 296-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დადასტურებუში შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებული ამ დროისთვის სულ 68 მოქალაქეა. გარდაცვლილია სამი.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 4834 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 434 ადამიანი რჩება.