საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ გონიერი მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას და ამ კრიზისულ პერიოდში თავს აარიდებენ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, თუნდაც ეკლესიებში.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ მოახლოებულ საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა. გახარიას თქმით, მოქალაქემ თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და არ დაელოდოს არც ეკლესიის და არც სახელმწიფოს მოწოდებას:
"მე დარწმუნებული ვარ, რომ გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში და არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდებას, რომ დაარღვიეთ კანონი, ეს არის ის გამოსავალი და ოქროს შუალედი, რომელშიც ჩვენი თითოეული მოქალაქე სწორ გამოსავალს იპოვის. მთავრობა და მე, პირადად მოვუწოდებ თითოეულ ჩვენ მოქალაქეს რომ დავრჩეთ სახლში, დავიცვათ ჩვენი ეკლესია და ნუ დავაყენებთ იმ მდგომარეობაში, რომ არჩევანი გააკეთოს. რატომ? ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს? ჩვენი გადაწყვეტილების უნარი არ გვაქვს თუ არ გვაქვს იმის უნარი, რომ ჩვენ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ასეთ განსაკუთრებულ მდგომაროებაში პასუხისმგებლობა ავიღოთ, როგორც ეკლესიაზე, ასევე სახელმწიფოზე,
იდეალური რა იქნებოდა იცით? იდეალური იქნებოდა ის, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს არავინ და დარწმუნებული ვარ ჩვენ აქ უნდა მივიდეთ, არცერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა. ეს იქნება როგორც სახელმწიფოს ისე ეკლესიის მოწოდება. ისევე როგორც სახელმწიფო, მე პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს და აქ ჩემი და ჩვენი ძირითადი მოკავშირე არის მოქალაქე, რომელიც არის გონიერი და რომელმაც იცის, რომ თავისთავზე პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს და თავის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა არ უნდა დააკისროს ყველა სხვას და დაელოდოს ეკლესიის მოწოდებას, რომელიც რა თქმა უნდა ვერ იქნება, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში, ან სახელმწიფოსი, რომ დაარღვიეთ კანონი და თვალს დავხუჭავთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.