18 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
როგორ შეიძლება ქრისტიანობასთან კავშირი ჰქონდეს რიტუალს და არ ჰქონდეს მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლეს - ელენე ხოშტარია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენა ხოშტარიამ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პირობებში ტაძრებში დადიან, საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ თავს, ისე საზოგადოებას.

ელენე ხოშტარია პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საპატრიარქო ღვთისმსახურებას განაგრძობს და არ ემორჩილება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წესებს, ხელისუფლებას აკისრებს. 

"არ შეიძლება დღეს კეკლუცობა და სიმართლის ართქმა, რომ ადამიანები, რომლებიც მიდიან ეკლესიაში, ჯერ ერთი, თავისი თავისთვის ძალიან დიდ საფრთხეს ქმნიან, შემდეგ, უბრალოდ, ინფექციის მატარებელი ბომბები არიან სრულიად საზოგადოებისთვის. ამაზე ან ემოციებით ან პათეტიკურად საუბარი, უბრალოდ, დანაშაულია ყველა მოქალაქისთვის. მე არ მესმის, როგორ შეიძლება ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან კავშირი ჰქონდეს კონკრეტულ რიტუალს, და არ ჰქონდეს მნიშვნელობა ქრისტიანებისთვის და მართლმადიდებლებისთვის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. უბრალოდ, ქრისტიანული და მართლმადიდებლური ფილოსოფიით გაუგებარია, როგორ შეიძლება კოვზამდე დავიდეს ეს ყველაფერი.

რაც შეეხება სახელმწიფოს: როგორც კი ჩვენ მივიღეთ საგანგებო მდგომარეობის კანონი, გამოვიდა არჩილ თალაკვაძე დარბაზში და თქვა, რომ ეს არ ეხება ეკლესიას და არ შეიზღუდება ეკლესიაში არაფერიო.  კანონის აღსრულებაზე საუბარი, რომელიც ზღუდავს აბსოლუტურად ყველას შეკრებას არა იმიტომ, რომ ვინმეს შეზღუდვა გვინდა, არამედ იმიტომ რომ საფრთხეს შეიცავს ადამიანებისთვის, შეიძლება გარდაიცვალონ ადამიანები. მთელი მსოფლიოს ეკლესიები, მათ შორის მართლმადიდებლური დაიხურა, ან მარტო ლოცულობენ, მაგრამ სახელმწიფო რატომ ეუბნება პირველი დღიდან, რომ თქვენზე კანონი არ გავრცელდება?!
რატომ გვეუბნება გახარია, რომ ეგზისტენციალური საფრთხე უდგას ეკლესიას?! არანაირი ეგზისტენციალური საფრთხე არ უდგას ეკლესიას, რატომ ვატყუებთ ხალხს. ეკლესიას უდგას სანიტარული, ჰიგიენური და ჯანდაცვის დაცვის ვალდებულება,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები