სააღდგომო ლიტურგია ყველა ეკლესიაში ჩატარდება, თუმცა ახლა მთავარი კითხვაა როგორ და მოხერხდება, თუ არა კომენდანტის საათის დარღვევის თავიდან აცილება? - საღმრთო მსახურების დეტალები დღეს უნდა გახდეს ცნობილი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ეკლესია სერბეთთან და პოლონეთთან ერთად უმცირესობაში რჩება.