ბუტა რობაქიძის ეპიზოდზე ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმის გამოკითხვით, დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ პროკურატურის მცდელობის მიუხედავად, რეალური მტკიცებულებები არ არსებობს და იმედოვნებს, რომ ეს მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებაზეც აისახება. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბრალი ნოემბერში წაუყენეს. მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
"დისტანციურად ჩატარდება პროცესი, ერთ-ერთი ექსპერტი, მოწმე უნდა მოიყვანონ, რომელიც პრინციპში არაფერს არ გვაძლევს საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა ჰქონდა პროკურატურას რომ "საქმე შეეკერა" და რობაქიძის საქმეში ირაკლი ოქრუაშვილის თემაც ჩაერთოთ, მე ვფიქრობ ნებისმიერი ობიექტური იურისტი დარწმუნდება, რომ აქ მტკიცებულებები არ არსებობს ოქრუაშვილის წინააღმდეგ," - აცხადებს ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი.