ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევაა, რომელიც ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ინფიცირებულთა შორის არის დედა-შვილი. 10 წლის ბავშვი დედასთან ერთად ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის აჭარაში COVID-19 ის 29 შემთხვევაა დადასტურებული.