09 სექტემბერი 2026,   07:53
ვრცლად
ქობულეთის საკარანტინო ზონაში მოქცეული მოსახლეობისთვის საჭირო მედიკამენტები და პროდუქტები ახლობლებს ბლოკ-პოსტებთან მიაქვთ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, სადაც გამკაცრებული საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, გასულმა დღე-ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარა. სოფელ გვარას შესასვლელებთან განთავსებულ ბლოკ-პოსტებზე სიტუაციას სამხედრო ქვედანაყოფის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიცია აკონტროლებენ.

მოქმედი რეჟიმის ფარგლებში, სოფლის ტერიტორისს დატოვება ყველა მოქალაქეს ეკრძალება, ხორციელდება ბლოკ პოსტებთან დაფიქსირებული ყველა მოქალაქის თერმოსკრინინგი. სოფლის ტერიტორიაზე დროებით შესვლა ნებადართულია მხოლოდ სასურსათო სადისტრიბუციო ავტომობილებისა და მედიკოსებისთვის.

ყველა შემსვლელი ავტომობილი მუშავდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით. გამშვებპუნკთან მოდიან ნათესავები და ახლობლები და საკარანტინე ზონაში მოქცეული სოფლების მაცხოვრებლებას ახლობელ ნათესავები ბლოკ-პოსტებთან აწვდიან საჭირო მედიკამენტებსა და პროდუქტებს. სულ, აღნიშნულ სოფლებში დახლოებით თერთმეტი ათასი მოსახლეა. რომელთ ნაწილი უკვე გამოკვლეულია ეპიდემიოლოგების მიერ. საეჭვო სიმპტომების მქონე პირები რჩებიან მედიკოსების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

დღის ამბები