ქუთაისის და ზესტაფონის შემდეგ, შესაძლოა, სასაფლაოები სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაიკეტოს.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს განხილვა და დღის ბოლომდე გადაწყდება, დაიკეტება თუ არა სასაფლაოები იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში. მისი ინფორმაციით, შეზღუდვა ათი დღის განმავლობაში იმოქმედებს და მკაცრად გაკონტროლდება, რომ არ მოხდეს წესების დარღვევა. შეზღუდვა შეეხება, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში არსებულ სასაფლაოებს.