09 სექტემბერი 2026,   01:40
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათან 1 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

დაინფიცირებული 50 წლამდე ქალია. დანარჩენი 3 პირი კი კარანტინიდან გადაიყვანეს, მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ბათუმის "მედალფაში" უკვე 41 ინფიცირებულია, მათგან 33 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ამ კლასტერთან დაკავშირებული 465 კონტაქტია დადგენილი, აქედან 230 პირს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მომდევნო კვირაში ვირუსის უკონტროლო ზრდა დაიწყოს.

დღის ამბები