09 სექტემბერი 2026,   05:30
ვრცლად
ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის ანალიზის პასუხს ელოდებიან - მას ხველა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა

ზუგდიდში კორონავირუსზე ტრაილერის მძღოლის ანალიზის პასუხს ელოდებიან. მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დღეს დილით  შეიყვანეს და ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟანიას ინფორმაციით, პაციენტს ხველა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დღეს სამეგრელოს რეგიონში სულ სამი ადამიანის პასუხს ელოდებიან, მათ შორისაა ინფიცირებული ქალი, რომლის საბოლოო ანალიზმა დღეს უნდა დაადგინოს, გამოჯანმრთელდა თუ არა ოკუპირებული გალიდან გადმოყვანილი პაციენტი. დღესვე გახდება ცნობილი, არის თუ არა covid დადებითი მარტვილის ცხელების ცენტრში მოთავსებული ექიმი.

დღის ამბები