ბათუმში წუხელ ღამით სააღდგომო ლიტურგია ბერებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით მხოლოდ მონასტრებში ჩატარდა.
მას შემდეგ, რაც კომენდანტის საათის მოქმედება დასრულდა, ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში მრევლის სიმრავლე შეინიშნება. მრევლი ცდილობს დისტანცია დაიცვას. ასევე, ზიარების წესი ღია ცის ქვეშ, თუმცა საერთო კოვზით შესრულდა.
"ჩემთვის ეს შეზღუდვა თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ მოვსულიყავით, დისტანცია დაცული ყოფილიყო, ხმის გამაძლიერებელი დაემატა და ვიცავთ ყველაფერს," - აცხადებს მრევლის ნაწილი.