27 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
კახეთის რეგიონში ყველა სასაფლაო დაკეტილია

კახეთის რეგიონში ყველა სასაფლაო დაკეტილია. ქალაქისა და სოფლის სასაფლაოს შესასვლელებს პოლიცია აკონტროლებს.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცველები ადგილზე მისულ მოქალაქეებს შესვლის უფლებას არ მისცემენ და შესაბამის ზომებს მიმართავენ.

"რა თქმა უნდა, სასაფლაოებზე კონტროლი გრძელდება. ადგილზე პოლიცია და სოფლის რწმუნებულები იმყოფებიან და ამ დრომდე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. მოწოდებას, რომელიც იქნა გაკეთებული, მოსახლეობა ემორჩილება და ასრულებს. კონტროლი ხვალაც გაგრძელდება," - აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები