18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
სამეგრელოში სასაფლაოებზე სამართალდარღვევების ფაქტები არ გამოვლენილა - მხარის რწმუნებულის მოადგილე

სამეგრელოში სასაფლაოებზე სამართალდარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა უთხრა.

მისი ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სასაფლაოებზე არსებულ ვითარებას თავდაცვისა და საპოლიციო ძალები აკონტროლებენ.

რაც შეეხება მოქალაქეებს, მათი დიდი ნაწილი სასაფლაოებთან დღეს არ მისულა, თუმცა იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში, თუკი საფლავზე შესვლა ერთ პირს სურს, მოქალაქეებს ამის ნებას რთავენ.

 

დღის ამბები