ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დროისთვის კლინიკაში 24 პაციენტია მოთავსებული. ოთხის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკაში ორი პაციენტის განმეორებით ანალიზს ელოდებიან. ისინი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკიდან გაეწერებიან.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.