07 მაისი 2024,   16:23
ვრცლად
მულახში მოკლულის დის ინფორმაციით, გარდაცვლილს უკნიდან ესროლეს და მას 2 ტყვია აქვს მოხვედრილი - "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

მულახში მომხდარი მკვლელობა - გარდაცვლილის დის ინფორმაციით, მოკლული სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, მას დაურეკეს და ის უკან გაბრუნდა.

მომხდარის მიზეზების გარკვევას გამოძიებასთან ერთად გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც ცდილობენ. "კურიერი" მოკლულის დას ესაუბრა, რომლისთვისაც მომხდარის დეტალები უცნობია, თუმცა ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. 

"არ ვიცი, არაფერი დაპირისპირება არ ჰქონია. 2 დღე ყოფილა მორიგეობაში, არ ვიცი რა ხდება. სახლამდე მისულისთვის დაურეკიათ, უკან გაბრუნდა და არ ვიცი. უსვრიათ, უკნიდან არის 2 ნასროლი. კეთილი ადამიანი იყო ძალიან, ყველას გაჭირვება გულთან ახლოს მიჰქონდა. მართლა არ ვიცი რა მოხდა. როგორც გავიგე, კონფლიქტი არ ჰქონიათ ერთმანეთთან და არ ვიცი. 4 შვილის მამა, 1 გოგო და 3 ბიჭი," - განაცხადა მოკლულის დამ ნინო იოსელიანმა "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები