09 სექტემბერი 2026,   02:50
ვრცლად
თუ ჩვენთან არის პატარა გავრცელება, გაუგებარია, ეს ამდენი ჩაკეტვა და შეზღუდვა - სერგო ჩიხლაძე

ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორის სერგო ჩიხლაძის განმარტებით, ქვეყნები, სადაც მაღალია კორონავირუსის გავრცელება მკაცრ შეზღუდვებს ნელ-ნელა ხსნიან.

როგორც სერგო ჩიხლაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, მნიშვნელოვანია შეზღუდვების შერბილებაზე საქართველომაც იფიქროს, ასევე აუცილებელია სწორი დიაგნოსტირება და იმის დადგინა, სულ რამდენი ინფიცირებულია ქვეყანაში.

"საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე სამსჯელოდ გარკვეული დეტალების ცოდნაა საჭირო - რამდენად ეფექტურია ეს საგანგებო მდგომარეობა, რამდენად უნდა გახანგრძლივდეს.

ჩვენ, ექსპერტების ნაწილი ცოტა სკეპტიკურად ვეკიდებით ამ საგანგებო მდგომარეობას, არა იმიტომ, რომ უარვყოფთ სოციალური დისტანცირების მნიშვნელობას ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხში, თუმცა მეორეს მხრივ, ჩვენ გვაინტერესებს, პარალელურად იმისა, რომ არის საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი, გამკაცრებული ღონისძიებები, ეკონომიკა გამორთულია და ასე შემდეგ, ამის პარალელურად მთავრობა და ქვეყანა რას გვთავაზობს?! ანუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდგომ გამოვალთ სახლებიდან და რა მდგომარეობა დაგვხვდება?!

სხვა ქვეყნებს თუ გადავხედავთ, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ყოველდღიურად ათასობით შემთხვევის აღმოჩენა ხდება და ასეულობით არის სიკვდილიანობა, ამ ქვეყნებმაც კი გამოაქვეყნეს თავიანთი გეგმები, თავიანთი ხედვები, თუ როგორ გამოდიან ამ კარანტინის მდგომარეობიდან და მარტივად რომ ვთქვათ, ჭანჭიკებს როგორ უშვებენ ნელ-ნელა. ამიტომ ეს მიმართულება ნამდვილად არის სწორი,

მრუდასაც რომ შევხედოთ, აღარც პიკი დადგა, ხან არის ხუთი გამოვლენა, ხან 12, ერთი შემთხვევა იყო რომ 60-მდე ავარდა. სხვა ქვეყნები 5-ზე და 10-ზე კი არა ასეულ შემთხვევაზე ამბობენ, რომ წამოვიდა დაბლა და ვიწყებთ გამოსვლას. ჩვენ შემთხვევაში ორი ვარიანტია: თუ არის პატარა გავრცელება საერთოდ გაუგებარია, ეს ამდენი ჩაკეტვა და შეზღუდვა. მეორე ვარიანტია, რომ ეს არ არის რეალისტური სურათი და ჩვენ გვჭირდება დიაგნოსტიკის  სწრაფი გაფართვება," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები