09 სექტემბერი 2026,   04:56
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროს, პირადი საშუალებების კუთხით, მინიმუმ 3 თვიანი მარაგები აქვს შექმნილი - გიორგი წოწკოლაური

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, თითოეული დეპარტამენტისა და სსიპ-ის ხელმძღვანელისგან პირადად მოისმინა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე განიხილეს კლინიკების მობილიზების საკითხები, ლოჯისტიკისა და მარაგთან დაკავშირებული თემები.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პირადი საშუალებების კუთხით მინიმუმ 3 თვიანი მარაგები გააჩნია. როგორც წოწკოლაურმა განაცხადა, აღნიშნული მარაგები, ეტაპობრივად, უმოკლეს ვადებში საავადმყოფოებზე გადანაწილდება.

"მიმდინარე ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს შექმნილი აქვს მინიმუმ 3 თვიანი მარაგები პირადი საშუალებების კუთხით. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გადანაწილებული იქნება სამედიცინო სექტორზე, ამას ეტაპობრივად განვახორციელებთ და ამისთვისაც მინისტრის მიერ იქნა დავალება გაცემული, რომ იყოს მაქსიმალური მზადყოფნა და მზაობა ლოჯისტიკური კუთხით, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავადმყოფოების მომარაგება," - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

დღის ამბები