09 სექტემბერი 2026,   02:11
ვრცლად
მარნეულში განვითარებული მოვლენები ოპონენტებმა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენეს - ლევან დავითაშვილი

მარნეულში, სადაც გუშინ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა პროდუქციის რეალიზაციაში დახმარების მოთხოვნით აქციას მართავდა, ამ წუთებშიც ხმაურია.

მარნეულის მერის განცხადებით, სატვირთო მანქანები მოსახლეობის პროდუქციის შესაძენად მივიდნენ, თუმცა ბევრი ხალხი შეიკრიბა და ყველაფერს სიის მიხედვით მოაგვარებენ.

"ახლა მოსახლეობის პროდუქციას იბარებენ, პროდუქციის გაყიდვის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ბევრი ხალხი შეიკრიბა და ამ ყველაფერს ვარეგულირებთ, სიებით მიდის ყველაფერი, მაგრამ სოფელია და ბევრი ხალხი გამოვიდა. მოდის მანქანები და ყველაფერი იქნება, რასაც შევპირდით მათ. მთავარია იყოს სიმშვიდე," - განაცხადა დარგალმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კი აცხადებს, რომ ის, რაც ქვემო ქართლში მოხდა, პოლიტიკური ოპონენტების მიერ ქულების დაწერის მცდელობაა. 

"ბუნებრივია, რომ ეს მორიგი მცდარი ინფორმაციაა, რომლის გავრცელებასაც ოპონენტები ცდილობენ. სამწუხაროა, რომ მოვლენები, რომელიც გუშინ ქვემო ქართლში განვითარდა, ოპონენტებმა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენეს, თუმცა ეს მათ არ გაუვათ, რადგან მათი მცდელობა მინიმუმ არამორალურია და პოლიტიკურ ეთიკას სცილდება,"- განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

 

დღის ამბები