18 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
COVID-19 კიდევ ერთმა ინფიცირებულმა დაამარცხა - ახალგაზრდა მამაკაცი საჩხერის სამედიცინო ცენტრის პაციენტია

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულმა პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკას ამ დღეებში დატოვებს. ამ დროისთვის ის კლინიკაში ერთადერთი COVID ინფიცირებული პაციენტი იყო, რომელიც ცენტრში მკურნალობას ამ დიაგნოზით გადიოდა.

საავადმყოფოს დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ოთხი საეჭვო პაციენტის ანალიზზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. ამ დროისთვის კლინიკაში გამოსაკვლევი პაციენტები არ ჰყავთ. საჩხერეში კორონავირსუსით ინფიცირებული შვიდი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები