09 სექტემბერი 2026,   05:25
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა - გამოჯანმრთელებულია 139 

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა. გაიზარდა გარდაცვლილთა ციფრიც - ქვეყანაში კოვიდ ვირუსით 6 პაციენტია გარდაცვლილი. გამოჯანმრთელებულია 139 პაციენტი. 

ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის  4,928 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 522 რჩება.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დღის ამბები