09 სექტემბერი 2026,   02:51
ვრცლად
კასპში მერიამ გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად 100 ათასი ლარი გამოყო 

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და მრავალშვილიანი ოჯახებით პროდუქტებით მომარაგება დაიწყო კასპის მუნიციპალიტეტმა. საგანგებოდ ამ მიზნით ადგილობრივი მერიის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყო.

დახმარება თავდაპირველად სოფელ ფერმაში იმ ოჯახებს მოაწოდეს, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეტაპობრივად პროცესი მთელს რეგიონში გაგრძელდება.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს, რომ მერიამ და საკრებულომ გაჭირვებული მოსახლეობისთვის 100 ათასი ლარი გამოყო.

დღის ამბები