09 სექტემბერი 2026,   05:29
ვრცლად
ოზურგეთში სასაფლაოებთან სამართალდამცავები და სამხედროები დგანან - მოსახლეობა ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა

დღეს მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში სასაფლაოებთან სამართალდამცავები და სამხედრო მოსამსახურეები დგანან.

როგორც ისინი "კურიერთან" პირად საუბრებში ამბობენ, რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა მოქალაქეებს სასაფლაოზე შესვლის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა მათ ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციის მოწოდებას ინციდენტი არ მოჰყოლია, მოქალაქეები კანონს დაემორჩილნენ.

პოლიცია და ჯარი სასაფლაოებთან, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე იქნება განლაგებული.

დღის ამბები