09 სექტემბერი 2026,   05:29
ვრცლად
სასულიერო პირები უნდა იყვნენ სამაგალითოები - მეუფე გერასიმე ყინწვისის მონასტერში მომხდარ დაპირისპირებაზე

"სასულიერო პირები უნდა იყვნენ სამაგალითოები, ნებისმიერი მათგანი და სამწუხარო ფაქტია, თუ ასეთი რამ მოხდა," - ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე გერასიმემ ყინწვისში სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განუცხადა.

მეუფე გერასიმეს თქმით, ფაქტის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო და დეტალებს არ ფლობს, თუმცა რუის-ურბნისის ეპარქიისა და მეუფე იობის განცხადების მოლოდინშია.

მეუფემ განმარტა რომ, პირველ რიგში, მომხდარზე რეაგირება და განცხადება ეპარქიამ უნდა გააკეთოს.

"ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა, ეპარქია გააკეთებს განცხადებას, მისი სასულიერო პირები არიან და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მერე შეიძლება, რომ საპატრიარქომაც იმსჯელოს, თუმცა, ჯერ არ ვიცი," -თქვა მეუფემ.

კითხვაზე, უნდა აიღოს, თუ არა მომხდარზე პასუხისმგებლობა ეპარქიამ და საპატრიარქომ, მეუფე პასუხობს, რომ პირველ რიგში, ეპარქიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

დღის ამბები