ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტრანსპორტის მოძრაობის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო 2 კვირის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, დაკვირვებას მოახდენს, რის შემდეგაც გადაწყდება, რომელ სექტორზე განხორციელდება შემდგომი გახსნითი ღონისძიება.
"ჩვენ მოგახსენეთ, რომ შემდგომი 2 კვირის მანძილზე ჩვენ მოვახდენთ კვლავაც დაკვირვებას ინფექციის რეალურ დროში გავრცელების კოეფიციენტზე და აქედან გამომდინარე მივიღებთ უკვე გადაწყვეტილებას, თუ რომელი სექტორი იქნება შემდეგი, რომელზეც განხორციელდება გახსნითი ღონისძიება.
ამ ეტაპისთვის, ეს კოეფიციენტი არის დამაკმაყოფილებელი მხოლოდ იმ ნაბიჯებისთვის, რომელი ნაბიჯებიც დღეს არის მთავრობის მხრიდან გადადგმული. კოეფიციენტის ცვლილების შედეგად მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.