18 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ვაჟა-ფშაველას გამზირზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩატარდა.

სადეზინფექციო სამუშაოებს შპს "თბილსერვის ჯგუფი" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.

სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება.

დღის ამბები