კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 55 ბიოლოგიური ნიმუში COVID-19-ზე უარყოფითია.
ცხელების ცენტრიდან, საკარანტინო სივრცეებიდან და მედპერონალისგან გუშინ აღებულ ანალიზებზე ყველა პასუხი ურაყოფითია. რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაცით, საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება, როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან, ამასთან მიმდინარეობს მედპერსონალის ტესტირებაც.
თვითიზოლაციაში იმყოფება 7 მოქალაქე. საკარინტინო სივრცის 11 ლოკაციაზე რეგიონში 611 მოქალაქე იმყოფება.