09 სექტემბერი 2026,   05:17
ვრცლად
აკრძალული მაქვს ბატონი დავითისგან დეტალებზე საუბარი, ვინაიდან ის ოჯახს პირად სივრცედ მიიჩნევს - ცინარიძის ადვოკატი

დავით ცინარიძე ორ საათში სასამართლოს წინაშე წარსდგება. დღეს მოსამართლემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს. ცინარიძეს გამოძიება მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გაისროლა კიდეც. ის ადგილზე დააკავეს.

ყოფილი მაღალჩინოსანი დუმილის უფლებას იყენებს, "კურიერის" ინფორმაციით, მას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია.

დავით ცინარიძის უფლებადამცველის თქმით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.

"მხოლოდ ერთი პირის ჩვენება არსებობს. მე აკრძალული მაქვს ბატონი დავითისგან დეტალებზე საუბარი, ვინაიდან ის ოჯახს პირად სივრცედ მიიჩნევს... ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რა არის ძალადობა, რა მოხდა შემთხვევისას.  ბატონი დათო თავის და თავისი ოჯახის რეპუტაციას იცავს, რომ მან ჩაიდინა ან რამეს მალავს, ბატონმა დათომ ერთი მესიჯი გამოუგზავნა საზოგადოებას, რომ დაელოდონ გამოძიების შედეგს და ყველაფერს ფარდას ახდის. გასროლა მოხდა, მაგრამ გასროლა მოხდა გავარდნით თუ გამიზნულად, თუ იარაღის დავარდნით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების უფლება მე არ მაქვს," - განაცხადა ადვოკატმა კახა ხვისტანმა. 

მისი თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და ამასთან დაკავშირებით არც ექსპერტიზის დასკვნა არ არის.

დღის ამბები