ქუთაისში "კლინიკა ბომონდის" ცხელების ცენტრში 8 საეჭვო პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
პაციენტებს შორის არის 32 წლის ქალი ოკუპირებული აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან, რომელიც კლინიკაში კატასტროფის ჯგუფმა მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა და მისთვის საკეისრო კვეთის ჩატარება გახდა საჭირო. ამჟამად კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.
კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს შორის არის ასევე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გადაყვანილი ორსული. ცხელების ცენტრში ასევე იმყოფება შუახნის ქალი, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და კლინიკაში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ცხელების სიმპტომით მიიყვანეს.
გამოსაკვლევ პაციენტებს შორის ასევე არის რამდენიმე პირი, რომლებიც ქუთაისის ცხელების ცენტრში კატასტროფის ჯგუფებმა სხვადასხვა კლინიკიდან შეიყვანეს.