08 მაისი 2024,   01:11
ვრცლად
COVID-19 - ევროპის ქვეყნებში ლეტალური შემთხვევების რიცხვი იკლებს

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 120 ათასამდე და გარდაცვალების 3 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.

ლეტალური შემთხვევების რიცხვი იკლებს ევროპის ქვეყნებში. იტალიაში ვირუსს გასულ დღე-ღამეში 285 ადამიანი ემსხვერპლა. მატულობს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ამავე დროს, საკარანტინო ზომების შემსუბუქებას იწყებს გერმანია, სადაც პირველ ეტაპზე მუზეუმები, ზოოპარკები, ბოტანიკური ბაღები და საბავშვო მოედნები გაიხსნება. 

ჯანმოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო 100-ზე მეტ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა. ამერიკის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ვაქცინა იანვრისთვის უკვე მზად იყოს.

დღის ამბები