09 სექტემბერი 2026,   06:19
ვრცლად
ლალი ტურძელაძის თქმით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალიდან არავინ დაინფიცირებულა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი ლალი ტურძელაძე კლინიკაში მედპერსონალის ინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც მან "კურიერს" სატელეფონო ინტერვიუს დროს განუცხადა, კლინიკაში ჰყავთ სხვადასხვა ქალაქიდან თუ კლინიკიდან გადმოყვანილი ინფიცირებული მედპერსონალი, თუმცა, უშუალოდ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პერსონალიდან არავინ დაინფიცირებულა

"გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ამჟამად არავის არ დადასტურებია. ყველას, აბსოლუტურად, უარყოფითი აქვს გუშინდელ აღებულ სინჯებში. დღეს მივიღეთ სახლში დასვენებული სტაფი და ჩვენთან ნამუშევარი გავუშვით სახლებში. 2 კვირიანი რეჟიმი გვაქვს, რომ არ გადაიღალოს ხალხი. ასეთ რეჟიმში ვართ, არაფერი ახალი და განსხვავებული, საავადმყოფო არ დახურულა. ვიღებთ ჩვეულებრივ პაციენტებს. 
ჩვენსას არც ერთს არ დადასტურებია, არ არის გამორიცხული არაფერი, შეიძლება, ჩვენიც დაავადდეს. გვყავს სამედიცინო პერსონალი სხვადასხვა ქალაქიდან, მაგრამ, ამ ეტაპზე, ჩვენი არც ერთი არ არის,"-განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

დღის ამბები