07 მაისი 2024,   23:53
ვრცლად
გაერო აშშ-ისა და ჩინეთის დაპირისპირების გამო შეშფოთებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 100-ზე მეტ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კი შეშფოთებას გამოხატავს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის წარმოქმილი დაპირისპირების გამო და სახელმწიფოებს ერთიანობისკენ მოუწოდებს.

"საერთაშორისო საზოგადოება დაიყო მაშინ, როცა მათი ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ ძალაუფლების დემონსტრირებას, თუმცა ვერ ვხედავთ გუნდურობას. იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემას მალე გავუმკლავდებით,"- განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა.

დღის ამბები