18 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
ქუთაისში მუშაობის განახლების უფლება კიდევ ერთ აგრარულ ბაზარს მიეცა

დღეს ქუთაისში მუშაობის განახლების უფლება კიდევ ერთ აგრარულ ბაზარს მიეცა. ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ღია ტიპის აგრარული ბაზრობის გახსნის პროცესს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემიშვილი ესწრებოდნენ.

აგრარული  ბაზრები შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით იხსნება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბაზრების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით; როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, სამუშაო ადგილზე, სამუშაოს დაწყების წინ მოახდინოს მოვაჭრე პერსონალის იდენტიფიკაცია, გააკონტროლოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და აღრიცხოს იგი მისთვის ხელსაყრელი მეთოდით;

გარკვეული წესები უნდა დაიცვას ბაზარში შესულმა მომხმარებელმაც: აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა განახორციელონ მხოლოდ მითითებული სავალდებულო ნიშნის მიხედვით; დაიცვან სოციალური დისტანცია არანაკლებ 2 მ მანძილისა; სურსათს შეეხონ მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის ან ერთჯერადი პლასტიკის პარკის გამოყენებით; გამოიყენონ პირბადე.

აგრარულ ბაზრებში რეკომენდაციების დაცვას ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს.

დღის ამბები