ქუთაისის ლაბორატორიამ გუშინ 187 ანალიზი გამოიკვლია, მათგან ყველა პასუხი უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განაცხადებით, ანალიზები გამოსაკვლევად იმერეთისა და რაჭის სამედიცინო დაწესებულებებიდან იყო გაგზავნილი, მათ შორის 18 მედპერსონალია, კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.
გამოკვლეულ ბიოლოგიურ ნიმუშებს შორის, წყალტუბოში დაინფიცირებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის კონტაქტებიც იყო. გიორგიძის ინფორმაციით, დღეიდან საკარანტინო ზონების პერსონალსაც გამოიკვლევენ. ასევე, ორი დღით ადრე ტესტირება ჩაუტარდება ყველა იმ პირს, რომლებიც კარანტინს დატოვებენ.