09 სექტემბერი 2026,   02:51
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი არ ჰყავთ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი არ ჰყავთ. კლინიკაში ამ დროისთვის სულ 18 COVID ინფიცირებული პაციენტია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, სამი პაციენტი, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს კლინიკიდან დღეს გაეწერებიან.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები