ქუთაისის კლინიკა "ფილტვისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის” მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, კლინიკიდან 2 პაციენტი დღეს გაეწერება.
როგორც თემურ ნადირაძემ აღნიშნა, მათგან ერთი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, ხოლო მეორე ინფექცია არ დაუდასტურდა.
"ამჟამად, 13 პაციენტი გვიწევს. 12 კოვიდინფიცირებულია, ერთი გამოკვლევაზე იყო. გამოკვლევის შედეგები წუხელ ღამით მივიღეთ, უარყოფითია და გაეწერება დღეს სტაციონარიდან. ასევე, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 1 პაციენტიც დატოვებს სტაციონარს. 2 პაციენტი გაეწერება სტაციონარიდან და უკვე 25-მა პაციენტმა დატოვა სტაციონარი გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში,"- განაცხადა თემურ ნადირაძემ.