საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვები მოიხსნება.
ქალაქში ჯერჯერობით რჩება ბლოკ-საგუშაოები, სადაც თერმოსკრინინგი ჩატარდება.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილის განცხადებით, ასევე დღეიდან, ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდება, რომელიც პანდემიის გამო ამ დრომდე შეჩერებული იყო. სამუშაოებს მერიის შესაბამისი სამსახურები გაუწევენ მონიტორინგს.
"დღეს დილით გაიხსნა ქალაქის ყველა შემოსასვლელი და გასასვლელი. ქალაქის მოსახლეობას ნებადართული აქვს გადაადგილება. ყველა ის პროექტი, რომელიც პანდემიის დროს შეჩერებული იყო განახლდება. ჩვენი სამსახურების მიერ მოხდება მთი ყოველდღიური მონიტორინგი,“ - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
ქუთაისი სამ დიდ ქალაქთან - თბილისთან, რუსთავსა და ბათუმთან ერთად 15 აპრილს ჩაიკეტა.
ქალაქების ჩაკეტვის იძულებითი ღონისძიება ქუთაისსა და ბათუმში 4 მაისს მოიხსნა.