09 სექტემბერი 2026,   01:40
ვრცლად
ბათუმში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ქალაქის შესასვლელებში ბლოკპოსტები და თერმოსკრინინგი ძალაში რჩება

ბათუმში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად ბლოკპოსტები დარჩება, მოქალაქეებს კი თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. ქალაქში კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

აჭარაში საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილებაც აღდგება.

"ბათუმში გადაადგილება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ხდება, თუმცა რა თქმა უნდა კომენდანტის საათამდე. ბლოკ-პოსტები დარჩება თავის ადგილზე, ვინაიდან განხორციელდება თერმოსქრინინგი ქალაქში შემავალი ადამიანების.

ჩაატარეს შემოწმება დაახლოებით ათამდე სამშენებლო კომპანიის, რამდენად აკმაყოფილებენ ისინი მოთხოვნებს. კერძოდ, თანამშრომლების ტექნიკური აღჭურვა, თითოეულ წერტილზე მუშაობა და ა.შ.

მინდა გითხრათ, რომ ეს მონიტორინგი გაგრძელდება ნებართვის დაშვების შემდგომაც," - აცხადებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.

ბათუმთან ერთად დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა ქუთაისშიც მოიხსნა.

დღის ამბები