09 სექტემბერი 2026,   06:17
ვრცლად
ბათუმში 75 ოჯახი ელექტროენერგიის გათიშვას აპროტესტებს

ბათუმში ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში თვითნებურად შესახლებულმა 75-მა ოჯახმა ელექტროენერგიის გათიშვა გააპროტესტა.

მოსახლეობამ საპროტესტო აქცია საცხოვრებელთან გამართა. მათი თქმით, კორონავირუსის გამო შესახლებულთა უმეტესობა სოფლებში წავიდა, ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა კი ადგილზე მყოფებს დაეკისრათ, რადგან მრიცხველი საერთოა.

გარდა ამისა, ელექტროენერგიის გათიშვის გამო იქ მცხოვრები 50-მდე ბავშვი ონლაინ-გაკვეთილებში ვერ მონაწილეობს. როგორც "ენერგო-პრო ჯორშიაში" აცხადებენ, მოლაპარაკების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ უშედეგოდ.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ავთანდილ დვალიშვილის განცხადებით, კომპანიამ მოსახლეობას გადასახადის გადანაწილება შესთავაზა, თუმცა მათ დავალიანება მაინც არ დაფარეს.

"შევთავაზეთ, რომ თანხას გადავუნაწილებდით, თუმცა კომპანია იძულებული გახდა შეესყიდა მათთვის ეს გადასახადი, რადგან გადასახადის დაფარვა არ მოხდა. ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები,"- განაცხადა ავთანდილ დვალიშვილმა.

დღის ამბები