09 სექტემბერი 2026,   06:16
ვრცლად
რუხის საავადმყოფოში მოთავსებულ ქალს COVID-19-ზე სუსტად დადებითი პასუხი გამოუვლინდა, მას განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება 

დადასტურდება თუ არა სამეგრელოში COVID-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა - რუხის საავადმყოფოში მოათავსეს ქალი, რომელსაც გამოკვლევის შედეგად კორონავირუსზე სუსტად დადებითი პასუხი გამოუვლინდა. მას განმეორებითი PCR ტესტირება დღეს ჩაუტარდება.

ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული.

დადასტურებული COVID-19-ით რუხში კიდევ ერთი ადამიანი მკურნალობს.

"ეს ქალბატონი საშუალო ასაკისაა. გადმოყვანილია საკარანტინო ზონიდან, სადაც დადასტურდა PCR ტესტირებით COVID ინფექცია. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კიდევ ერთი ქალბატონი იქნა გადმოყვანილი ასევე საკარანტინო ზონიდან, ასევე საშუალო ასაკის, სადაც არის სუსტად დადებითი პასუხი და მისი ტესტირება უნდა განმეორდეს," - განაცხადა რუხის მრავალპროფილური კლინიკის დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

მისივე თქმით, ცხელების ცენტრში ექვსი პაციენტია მოთავსებული.

 

დღის ამბები